უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებისა და ომის დამნაშავეების სამართლებრივი დევნის განსახილველად, გერმანია - “დიდ შვიდეულს“ წლევანდელი თავმჯდომარე ქვეყანა - G7-ის იუსტიციის მინისტრების პირველ შეხვედრის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„ძირითადად ვისაუბრებთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ საშინელ ომის დანაშაულებზე, რომლის გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაც გვინდა. ამისთვის კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციაზე შევთანხმდებით", - განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა.
ბუშმანის თქმითვე, შეხვედრა მომავალ ორშაბათს და სამშაბათს ბერლინში გაიმართება.