უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების პირველი სამიტის შედეგად 150 მილიონ დოლარამდე თანხის მობილიზება უკვე მოხერხდა. ზელენსკის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოება გლობალური სტაბილურობის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია, ამაში კი უკრაინის, როგორც ლიდერის როლი ყველაზე აშკარად იჩენს თავს”. ინიციატივას უკვე შეუერთდა 20-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი. ინიციატივის ფარგლებში, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული სულ მცირე 60 გემი გაემგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებიც სასურსათო კრიზისისა და შიმშილის წინაშე დგანან.