უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა. შეხვედრას ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე ესწრებოდნენ. ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდნე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულ ფონ დერ ლაიენი. მედიის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში ლიდერებმა მსოფლიოში მიმდინარე სასურსათო კრიზისი და ექსპორტის საკითხები განიხილეს. სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიდერებმა უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.