ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო სესიის სხდომა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, სიბნელეში დაიწყო.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 24-26 ნოემბერს იმართება. რუსეთი საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ წევრად ჯერ კიდევ რჩება. თუმცა, რუსეთის დელეგაციას სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან, როგორც 16 ნოემბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რუსებს ვიზა არ მიუღიათ.