გინესის რეკორდების წიგნმა უხუცესი კატის ტიტული ბრიტანეთში მცხოვრებ 26 წლის ფლოსის ოფიციალურად გადასცა. ამის შესახებ Daily Mail- წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფლოსი 1995 წლის 29 დეკემბერს დაიბადა და ერთ-ერთ კლინიკის ეზოში ცხოვრობდა. კნუტი კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეიფარა. ცხოვრების განმავლობაში კატას სხვადასხვა მიზეზის გამო სამჯერ მოუწია სახლის შეცვლა და ახლა 27 წლის ვიკი გრინთან ცხოვრობს.
„ძალიან გაგვიხარდა როდესაც საყვარელი ფლოსის და მისი ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ გავიგეთ. ყოველდღე არ ვხვდებით კატას, რომელიც 90-იანებში დაიბადა. ადამიანურ ასაკზე გადათლით ის 120 წლისაა“, - აცხადებს გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარი რედაქტორი კრეიგ გლენდაი.
ფლოსის პატრონი ვიკი კი ამბობს, რომ ყველაზე მეტად კატას ახლა თავის საყვარელ ყვითელ პლედზე ძილი უყვარს.