სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25-26 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უწყების ცნობით, სომხურ მხარეს დანაკარგი არ განუცდია და ამ დროისთვის ვითარება შედარებით სტაბილურია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას უარყოფს და სიცრუეს უწოდებს. მათი თქმით, სომხეთი კვლავ ცდილობს აზერბაიჯანი აგრესორად წარმოაჩინოს.