უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი ოკუპანტები სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას არ წყვეტენ, მოწინააღმდეგე კონცენტრირებულია თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებასა და ჯარების გადაჯგუფებაზე. მათივე ცნობით, საპასუხოდ უკრაინელი დამცველები იგერიებენ თავდასხმების მცდელობებს, რის შედეგადაც ლუგანსკის ოლქში მოქმედმა რუსულმა ქვედანაყოფებში დიდი რაოდენობითა დანაკარგები განიცადა. უწყების ცნობით, მელიტოპოლში განადგურდა რუსული ძალების საბრძოლო მასალის საცავი, დაშავდა 50-მდე ადამიანი.