ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ბუქარესტში ალიანსის დაგემილ შეხვედრას საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცე გოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან, რათა ამ რთულ დროს ნატოსთან მათი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელონ. მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს რუსეთის ზეწოლა სხვადასხვა გზით ემუქრება. ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 29-30 ნოემბერს გაიმართება.