გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, უკაინაში ის დღეს ჩავიდა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კლევერლიმ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალურადაც ეხმარება. მან უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც მოიცავს სასწრაფო დახმარების 24 მანქანას, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანას და სამი მილიონი ფუნტი სტერლინგის დაფინანსებას, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.