ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს. მისი თქმით, ევროკავშირს სურს რუსეთი კიდევ უფრო დაასუსტოს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის უკანონო და ბარბაროსული ომი მალე დასრულდება.