ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს უმოქმედობაში ბრალს სდებს და მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული, შეწყალების უფლება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად კი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდება. განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს მმართველი პარტია. ოცნების გუნდი ფიქრობს სააკაშვილის მიზანი ახლა სასჯელისგან თავის არიდებაა.