ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო სექტორმა, ექსპერტებმა და პროფესიულმა ჯგუფებმა მართლმსაჯულების რეფორმის ერთიანი რეკომენდაციები წარადგინეს. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. როგორც „მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ ღონისძიებაზე განაცხადა, ახლა „ქართული ოცნება“ ცალკე რჩება.