საზოგადოებრივი მოძრაობა, იმედს გამოთქვამს, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ დაუპირისპირდება, რაც მათი თქმით ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა. . როგორც „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათთვის ცნობილია, რომ აშშ-ის საელჩო მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურად იღწვის. მათი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა, ამის მკაფიო დასტურია.