თბილისში მომხდარ ავარიას "გლოვოს" კურიერი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ აეროპორტის გზაზე მოხდა.
კურიერი, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, გაჩერებულ "მარშუტკას" შეეჯახა.
გარდაცვლილი ბიჭი დავით ქურციკაშვილია.
"ზოგჯერ გააზრებაც მიჭირს თუ რაზე მაქვს ხელი მოწერილი როდესაც სკუტერზე ვჯდები და სამუშაოდ გავდივარ.
გარდაიცვალა კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი კოლეგა დავით ქურციკაშვილი უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი,“ - წერს მისი კოლეგა სოციალურ ქსელში.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.