ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ იწყებს კამპანიას სახელად „იმედის გენერატორები“, რაც უკრაინისთვის ელექტრო გენერატორების მიწოდებას გულისხმობს. მეცოლამ ევროპის ყველა ქალაქს მოუწოდა, შეუერთდნენ კამპანიას, რადგან ახლა უკრაინელებს ზამთრის გადასატანად პრაქტიკული დახმარება სჭირდებათ.