ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გმობს რუსეთის განახლებულ კრიმინალურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა. ბორელის თქმით, ზამთარში მილიონობით ადამიანისთვის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის წართმევა სასტიკი და არაადამიანური ქმედებაა.