ტყეში სათბობი შეშის მოპოვება მოსახლეობამ შესაძლოა, 2026 წლამდე შეძლოს. ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორობით უკვე მომზადებულია, ხოლო კანონპორექტი პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ, ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვება, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე დასაშვები 2026 წლის 1 იანვრამდე იქნება. მოკლედ, მარტივად რომ ავხსნათ, ცვლილება ეხება ტყის მართვის ორგანოებისთვის იმ ვალდებულების გადავადებას, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჩაენაცვლებინათ არსებული სოციალური ჭრების პრაქტიკა და მოქალქეებს მხოლოდ საქმიანი ეზოებიდან ექნებოდათ შესაძლებლობა სათბობი მერქანი შეეძინათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში მითითებული ვადა 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად გადაიწევს 2026 წლამდე, სატყეო სააგენტო ინტენსიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და მეთოდურად რეგიონებში ნელ - ნელა შეიცვლება სათბობი შეშის მოპოვების პრაქტიკა, რაც საშუალებას მისცემს ერთის მხრივ ტყის მართვის ორგანოებს მომზადებული შეხვდნენ 2026 წელს, ხოლო მოსახლეობაში უფრო ამაღლდება ცნობიერება და ინფორმაციულობა ამ კუთხით და შესაბამისად, ორივე მხრიდან იქნება ახალ მოდელზე გადასვლის მზაობა დათქმული თარიღისათვის,“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.