რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა სანქციების ფარგლებში მილიარდობით დოლარისა და ევროს აქტივები გაყინა. კონკრეტულად კი ევროკავშირმა, 68 მლრდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოები, რომლებმაც სანქციების შედეგად რუსული აქტივები გაყინეს ესენია: ბელგია, ლუქსემბურგი, იტალია, გერმანია, ავსტრია, ირლანდია, საფრანგეთი და ესპანეთი. აღსანიშნავაია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაყინულ თანხებს შორის დიდი შეუსაბამობაა. მაგალითად, უნგრეთმა მხოლოდ 3000 ევროს რუსული აქტივები გაყინა. გაყინული აქტივები ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილ 1239 ფიზიკურ პირს და 116 კომპანიას ეკუთვნის.