მომხმარებელს, რომელიც ჩვენთან, პირველ ციფრულ ბანკ „პეისერა საქართველოში“ მოვა, გავუხსნით როგორც ქართულ საერთაშორისო საბანკო ანგარიშს, ასევე რეალურ ევროპულ საერთაშორისო ანგარიშს, თავისი ყველა ბენეფიტით - ქართულ-საერთაშორისო საბანკო ანგარიში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოს ანგარიშსწორების სისტემაში ვიყოთ ჩართული, ევროპულ-საერთაშორისო ანგარიში იძლევა შესაძლებლობას, ამავდროულად, ჩართული იყოს ევროპის ერთიანი გადახდების სისტემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ 24/7 რეჟიმში ჩვენი მომხმარებელი ევროპაში და ევროპიდან მოახერხებს ანგარიშსწორებას და ეს იქნება ძალიან იაფი, არ იქნება არანაირი შუამავალი და არანაირი დამატებითი რგოლები არ იქნება, - ამის შესახებ „პეისერა საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს პალიტრის“ ეთერში, ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის შექმნის უპირატესობებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ციფრული ბანკის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანიას ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუხდა, რომელთა შორის იყო ინოვაციურობა, კონკურენტუნარიანობა და ის ფაქტორი, რომ კომპანიამ ბაზრისთვის უნდა შეძლოს ისეთი პროდუქტის შეთავაზება, რომელიც ქართველ მომხმარებელს ამ დრომდე არ ჰქონდა.
იხილეთ გადაცემა სრულად: "ბიზნეს პალიტრა" - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში