"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ საკუთარი ხედვა წარადგინა. მუმლაძე ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში დაიწყება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს გულისხმობს. მუმლაძე აცხადებს, რომ მისი მიზანია, პარტიაში არსებული ჭაობის მხილებაც.
ამასთან, როგორც გიორგი მუმლაძემ აღნიშნა, საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და უახლოეს დღეებში წარადგენს სამუშაო მოდელს, რომელიც იქნება პარტიაში რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული.