13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის მამაკაცი ბაბუის ძმაა. როგორც ბრალდებული კაცის ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, გოგონას მასთან საჭმელი მიჰქონდა ხოლმე.
„დედა აგზავნიდა ხოლმე და მასთან საჭმელი მიჰქონდა. წყნარი კაცი იყო. აივნიდან იყურებოდა, გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა“, - აცხადებს ბრალდებული კაცის მეზობელი „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდებულს, 60 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.