რეგიონების კვირეული „სვანეთის დღეებით“ გრძელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა და მათი პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.
კვირეულის ფარგლებში განიხილეს სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს სვანური კოშკები, ეკლესიებში არსებული ფრესკები, სვანური ენა და სხვა კულტურული ფასეულობები.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა, ექსპერტები და აქტივისტები ესწრებოდნენ.