რეგიონებში გარევაჭრობის წესები იცვლება და ზუსტად ის წესები გავრცელდება, რაც თბილისშია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გარევაჭრობა კონკრეტულ ადგილებში იქნება ნებადართული. გარდა ამისა, გარევაჭრობას პოლიციის ნაცვლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გააკონტროლებს. ნებართვის გარეშე გარევაჭრობის წესების დარღვევა განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
გარდა ამისა, ცვლილება შედის მუხლში, რომლითაც დგინდება ჯარიმა ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრისა და მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისთვის - ეს იმ შემთხვევაში, თუ გადათხრის ადგილები პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე იქნება მიტოვებული.
კანონპროექტის ინიციატორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, ინიციატორი კი - მთავრობა.