საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N16 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს გამოვლენილ ძირითად მიგნებებს ასახავს, რომელთა საფუძველზეც საიამ რეკომენდაციები მოამზადა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კვლავ უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიების სახეებად რჩება გირაო და პატიმრობა. მათივე ცნობით, საიას მონიტორები სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 490 სხდომას, 559 ბრალდებულის მონაწილეობით დაესწრნენ, საიდანაც 531 (95%) პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება, 28 (5%) პირის მიმართ კი სასამართლომ არ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, ასევე ბრალდების მხარეს მხოლოდ 10 პირის (2%) მიმართ არ მოუთხოვია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.