მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, B ჯგუფში აშშ-სა და უელსის მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში ამერიკელები უკეთესად გამოიყურებოდნენ. ბერჰალტერის შეგირდები ბევრს უტევდნენ, ჯერ სარჯენტის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი ჰენესის კარი ვეამ დალაშქრა.
შესვენების შემდეგ მოედანზე სურათი შეიცვალა, ბრიტანელები უპირატესობას დაეუფლენ, დევისს გატანა მეკარე ტერნერმა არ დაანება. აქედან მოყოლებული, აშშ-მა ინიციატივა დაიბრუნა, თუმცა 82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას ბეილმა თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა და უელსს ქულა მოუპოვა. მან ეროვნულ გუნდში 41-ე გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ტურნირის მეორე ტურში აშშ ჯგუფის ლიდერ ინგლისს დაუპირისპირდება. იმავე დღეს ერთმანეთს უელსი და ირანი შეხვდებიან.