ინდონეზიის კუნძულ იავაზე 5 მთელი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიძისძვრა მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი დაშავდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13 საათსა და 21 წუთზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან ას კილომეტრშია. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს ხანში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.