საქართველოში ინტერნეტ მმართველობის რიგით მერვე ფორუმი იმართება. ფორუმი 20–მდე თემატურ სესიას და გამოსვლას მოიცავს, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს შეეხება. ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და ინფორმაციის ღიაობას. განსაკუთრებული აქცენტი კი საქართველოში რეგიონული ციფრული ჰაბის ჩამოყალიბებასა და საყოველთაო ინტერნეტიზაციზე კეთდება.
ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებს აქვთ ინტერნეტმმართველობის საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
ინტერნეტ მმართველობის ფორუმი ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა.