ლუგანსკის ოლქში რუს ოკუპანტებთან მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ოლქის სიროტინოს დასახლების ტერიტორიაზე, უკრაინელებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა დაამარცხეს. მტრის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება გრძელდება.
„ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადასახლების ღონისძიებები. კერძოდ, ბელოვოდსკის მაცხოვრებლები იძულებით გადაიყვანეს ქალაქ ლუგანსკში“, - აცხადებენ უწყებაში.