დიდი 10 - ის მერვე ტურში ლელო სარასენსმა სტუმრად სტეფანწმინდის ყაზბეგი დაამარცხა. შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და გულშემატკივარმა ლელო ვერ იხილა, სამაგიეროდ საკარიმო დარტყმების გამოყნება შეძლეს გუნდებმა კარგად. ანგარიში ირაკლი ყიასაშვილმა გახსნა არეკნით, რასაც ოთარ ტალახაძემ უპასუხა, ტაიმის მიწურულს კი ყიასაშვილმა ლელო წინ გაიყვანა.
ყაზბეგმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და 43 წუთზე გიგა ჯულუხაძემ ლელო დადო. კარგი შეტევების მიუხედავად ლელოს მიზნამდე ცოტა აკლდებოდა, თუმცა თავის შანსებს კარგად იყენებდა ყიასაშვილი, რომელიც მეტოქეს წინ გასვლის საშვალებას არ აძლევდა. გარდამტეხი აღმოჩნდა 66-ე წუთზე შალვა აფციაურის ლელო, რომელმაც სარასენსი თამაშში დატოვა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ყაზბეგის უკანახაზელმა ოთარ ტალახაძემ საკუთარი გუნდის დაწინაურება მოახერხა. მაგრამ შეხვედრაში საბოლოო არეკნის დარტყმის უფლება ლელოს კაპიტანს ბექა მამუკაშვილს ერგო, 83-ე წუთზე მამუკაშვილმა საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და თავის გუნდს მოაგებინა.
ლელო სარასენს ამ გამარჯვების შემდეგ 23 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ლელო შემდეგ შეხვედრას ლელო არენაზე, 27 ოქტომბერს არესის წინააღმდეგ გამართავს.