ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს. "პალიტრანიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მესხიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან არასრულწლოვანი სავარაუდოდ, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს.
დაჭრილი მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძლებენ.