ჩინელი ეკონომისტები უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ პრობლემებზე უკვე ღიად საუბრობენ. პრობლემის მოგვარება ჩინეთის ხელისუფლებამ „აგრესიული მეთოდებით“ გადაწყვიტა - უძრავი ქონების დეველოპერებისთვის ფინანსების ნაკადი მკვეთრად მას შემდეგ შენელდა, რაც 2020 წელს მთავრობამ მათ სესხებზე ლიმიტი დააწესა. გადაწყვეტილების შედეგად შემცირდა ბინების მშენებლობის ტემპი და ამ შეფერხებებმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყო უძრავი ქონების გაყიდვების მკვეთრ შენელებას.
მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში, ჩინეთის უძრავი ქონების ფირმებმა გასულ წელთან შედარებით მეოთხედით ნაკლები ოდენობის ფართი გაყიდეს. წლევანდელი კოლაფსი იმდენად ღრმა იყო, რომ დეველოპერები ახლა ბევრად ჩამორჩებიან ჩინეთის ინდექსის აკადემიის მიერ დადგენილ გრაფიკს. 2023 წლის მოდელით გათვალისწინებული გაყიდვების დონე გაცილებით დაბალია გასული წლის პიკზე, მაგრამ ასევე 16%-ით აღემატება გაყიდვების წლევანდელ ტემპს. ა
რავინ იცის, როგორ ან როდის დაასრულებს ჩინეთი თავის „ნულოვან კოვიდ პოლიტიკას“. სანამ ეკონომიკური ზრდა სახიფათო იქნება, შინამეურნეობები უფრთხილდებიან იმ ხარჯებს, რომლებიც საჭიროა სახლის შესაძენად.