მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია -„თავისუფლება მიშას“ გაიმართა. ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან სააკაშვილს ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მხარდამჭერ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეურთდნენ. შეკრებილები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ახლა უკიდურესად მძიმეა, ერთადერთი გამოსავალი კი ჰუმანიტარული მიზნით მისი უცხოეთში გადაყვანაა. მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.