ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვერებთან ახლოს ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის ცნობით, B-1B ტიპის ბომბდამშენებმა შაბათს ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სხვა სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ პარასკევს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც მრავალი ბირთვული ქობინის გადატანა და შეერთებული შტატების ნებისმიერი წერტილისთვის მიღწევა შეუძლია.