ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ რუსი სამხედროები ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის და აღმოსავლეთ ზაპორიჟიეს ოლქებში ხერსონის ოლქის პერსონალით და მობილიზებული სამხედროებით პოზიციების გაძლიერებას იწყებენ. ექსპერტები უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი დამატებით ძალების გაგზავნას უახლოეს კვირებების განმავლობაში გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის მუდმივ რეჟიმში ეცნობა ცნობებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებიდან. ზელესნკი ამბობს, რომ ყველა ქალაქში უკრაინული დროშა უნდა დაბრუნდეს.