მცხეთაში, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო ბაზაზე დაბა თიანეთისა და სტეფანწმინდის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. სტუმრებს ბატალიონის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სამხედრო ბაზის შესახებ ისტორია გააცნეს. სკოლის მოსწავლეებმა სამხედროების საცხოვრებელი პირობები და სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდაა.