საქველმოქმედო ფონდ "ხომლისა" და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქართველი მხატვრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა მძიმე დიაგნოზის მქონე 2 ბავშვის დასახმარებლად მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა 50 მდე მხატვარმა მიიღო და 60 მდე ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი.