უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული ბავშვების რაოდენობამ 437-ს მიაღწია. უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად კიდევ 837 ბავშვი დაშავდა.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი, 423 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა ან დაშავდა.
პროკურატურის განმარტებით, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან მუშაობა მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა მონაცემების შესაგროვებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.