იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ სეზონური გრიპის ვირუსის შმთხვევების მატება, წინა წლებთან შედარებით წელს ადრე დაიწყო. ამასთან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპზე ზედამხედველობის ვებგვერდზეც ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩხაიძე არ გამორიცხავს,რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შმთხვევების მატება პიკს მიაღწევს.