დანაშაულის შემცირების სტატისტიკაზე ისაუბრა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან დედაქალაქსა და რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა ყურადღება დანაშაულთან ბრძოლის შედეგებზე და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.