ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დონბასში "მალაიზიის ავიახაზების" რეისის ჩამოგდება 2014 წელს რუსული რაკეტით მოხდა. სასამართლომ 3 ადამიანი - რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დამნაშავედ ცნო. მათ ბრალი თვითმფრინავის ჩამოგდებასა და მასობრივ მკვლელობაში ედებათ. სასამართლომ სამივე მათგანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და დაღუპულთა ახლობლებისთვის 16 მილიონი ევროს კომპენსაცია დააკისრა.