დავით გარეჯის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის პროკურორის თქმით, დღეს გამოკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მხოლოდ ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა იყვნენ ის პირები, რომლებიც ამუშავებდნენ რუკებს და ახორციელებდნენ საზღვრის ხაზის დატანას და საქართველოს პოზიციის ჩამოყალიბებას.