2022 წლის 9 თვეში საქართველოდან ჯამში 127 უცხოელი გააძევეს. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით, შესაბამისმა უწყებებმა ყველაზე მეტი ირანის მოქალაქე გააძევეს ქვეყნიდან. ასევე გაძევებულია თურქეთის - 21, აზერბაიჯანის - 15, ინდოეთის - 11 და რუსეთის - 7 მოქალაქე.
ცნობისთვის, უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია, უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო