საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, დღეს კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით “დევნილი ქალების მობილობის ბარიერები და მათი ზეგავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე”. კვლევა სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა.
კვლევის შედეგების მიხედვით, დევნილი ქალების უმრავლესობა მხოლოდ შინ შრომისა და ზრუნვასთან დაკავშირებული შრომის გამო გადაადგილდება. გამოიკვეთა დასაქმების ხელშემწყობი ღონისიებების სიმწირეც, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდამჭერის, მათ შორის პროფესიული გადამზადებისა და უფასო კურსებით უზრუნველყოფის აუცილებლობა.