თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ბროშურა „ქალები საქართველოს სამსახურში“ მოამზადა. ბროშურის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. მასში საქართველოს თავდაცვის ძალების 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიებია მოთხრობილი, რომლებიც აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს თავდაცვის ძალების განვითარებაში