აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების შესახებ საკუთარ სიტყვას უღალატა, მმართველ პარტიაში გამოხმაურება მოჰყვა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის სენატორების კრიტიკა საქართველოს მთავრობის მისამართით უსამართლო იყო. მისი თქმით, სენატორი ჯინ შაჰინი 2012 წლამდე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირი იყო და შესაძლოა, მისი მიზანი სწორედ ის იყოს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.