"პარფიუმერი", ფილმი რომლის ბიუჯეტმაც 50 მლნ ევრო შეადგინა, გრანდიოზულ პროექტად იქცა და კინოგაქირავებით 135 მლნ მოაგროვა - Palitra News

"პარფიუმერი", ფილმი რომლის ბიუჯეტმაც 50 მლნ ევრო შეადგინა, გრანდიოზულ პროექტად იქცა და კინოგაქირავებით 135 მლნ მოაგროვა

2022-11-18 11:14:52+04:00

2006 წელს ტომ ტიკვერის ნამუშევრის „პარფიუმერი: ერთი მკვლელის ისტორია“ პრემიერა შედგა, რომელმაც ევროპელი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა და წლის საუკეთესო დრამად დასახელდა. კრიტიკოსების აზრით, მსგავს წარმატებას ფილმი პირველ რიგში უნიკალურ გამომსახველობას და საინტერესო სცენარს უნდა უმადლოდეს, რომელიც რეჟისორმა გერმანელი ავტორის პატრიკ ზიუსკინდის რომანის მიხედვით შეიქმნა.

„პარფიუმერი“, რომლის ბიუჯეტმა 50 მილიონი ევრო შეადგინა, მართლაც გრანდიოზულ პროექტად იქცა, რადგან დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად რჩება გერმანული კინოს ისტორიაში. თუმცა, ხარჯმა გაამართლა, ტიკვერის ნამუშევარმა კრიტიკის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და მთელი 135 მილიონი მოაგროვა გაქირავებაში.