საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა. ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის პენსიების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს კაპიტალური პროექტები ექვს მილიარდ ლარზე მეტით დაფინანსდება.