ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონს ე.წ. NGO სექტორი და რადიკალური ოპოზიცია აკრიტიკებს - ერთადერთი, სადაც ოლიგარქიული გავლენებია, ესაა: „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას „ტროიკა“ - Palitra News

ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონს ე.წ. NGO სექტორი და რადიკალური ოპოზიცია აკრიტიკებს - ერთადერთი, სადაც ოლიგარქიული გავლენებია, ესაა: „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას „ტროიკა“

2022-11-17 19:48:02+04:00

დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას ოპოზიცია მმართველი პარტიის მხრიდან მორიგ წარუმატებელ ნაბიჯად მიიჩნევს, ხელისუფლება კი განმარტავს რომ კანონი უკრაინული მოდელის ანალოგია,რაც ზუსტად ერგება ქართულ რეალობას. მათივე თქმით, ოპონენტების კრიტიკა მიუღებელი და უსამართლოა.