გლობალური ვითარება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და როგორ დასრულდება რუსული აგრესია. ნახეთ, რამდენი საფრთხე და კრიზისი გამოიწვია ამ აგრესიამ მსოფლიოში ყველასთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აფეთქებს ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს უკრაინაში და ეს ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა ქვეყანაში.
„რუსეთის მორიგი ტერაქტი ახლახან მოხდა, მთავარი სამიზნე სამოქალაქო ობიექტებია. რუსეთი ებრძვის ხალხისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას და გათბობას, აფეთქებს ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს. ეს არის ახლა უკრაინაში ყოველდღიური ცხოვრება რუსული ტერორის გამო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამხელა ძალისხმევას ვწევთ ჩვენი პარტნიორებისგან თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მისაღებად. პლუს მუდმივი საომარი მოქმედებები ფრონტის ხაზზე. რას ნიშნავს ეს გლობალური თვალსაზრისით? ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ტრილიონობით დოლარის ინვესტიციის ნაცვლად, მსოფლიო დახარჯავს კოლოსალურ თანხებს გადაიარაღებაზე - გარდა უკვე დაგეგმილისა. თქვენ ამას ნახავთ. ახლა ყველა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ ვიცავთ თავს უკრაინაში. უყურებენ – რომელი იარაღია საუკეთესო, რომელი ტაქტიკა მუშაობს, რომელი თავდაცვის სისტემები იძლევა მაქსიმალურ შედეგს. გულწრფელად გითხრათ, ახლა ცოტა ქვეყანას შეუძლია დაიცვას თავი აგრესიისგან ისე ინტენსიურად, როგორც ჩვენ. ამდენი ჭურვი და იარაღი უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ მსოფლიოში ჯერ კიდევ არის უფრო მეტი პოტენციური აგრესორი და გაყინული კონფლიქტები, რომლებიც შეიძლება კვლავ გაჩაღდეს. აქედან გამომდინარე უსაფრთხოების არანორმალური დეფიციტი არსებობს. ამიტომ, ტერიტორის რაც უფრო მეტ ფორმას გამოიყენებს რუსეთი ამ ომში, მით მეტ ფულს გამოიყენებს მსოფლიო იარაღზე და ისეთი თავდასხმების პოტენციური განმეორებისგან თავის დასაცავად, როგორსაც ჩვენ განვიცდით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.