ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს პირველად გადააჭარბა და რეკორდული 2.9 მლრდ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მოცულობამაც ამ პერიოდში 2 მილიარდ 854 მილიონ 529 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 100.2%-ით აღდგენაა.
2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 183.2%-ით, რაც თანხობრივად მილიარდ რვაასი მილიონი დოლარით მეტია.